უფროსი ექთანი

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები

  • აანაზღაურება: 1000 ლარი
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00, 18:00 (1 სთ შესვენება)
  • ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი,(საქალაქო სასამართლოსთან)

შენი ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება

  • საექთნო პერსონალის ბრიგადის ექთნების მუშაობის კოორდინაცია, განრიგის შედგენა და მათი საქმიანობის მონიტორინგი
  • პაციენტებისთვის გაწეული გადაუდებელი საექთნო მომსახურების ხარისხის, პროტოკოლებისა და სტანდარტების კონტროლი
  • დაქვემდებერებული ექთნების ადაპტაციის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ორგანიზება
  • სპეციალური (ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მკაცრი აღრიცხვის სხვა) მედიკამენტების მიღების, შენახვის, გაცემისა და განადგურების მკაცრი კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად
  • სპეციალური მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიური ჟურნალების, ელექტრონული ბაზებისა და ნაშთების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის წარმოება
  • მედიკამენტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი
  • საექთნო დოკუმენტაციის, ჟურნალებისა და პაციენტის ბარათების წარმოების სისწორის კონტროლი
  • ინფექციური კონტროლისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა როგორც ბაზაზე, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებში

აუცილებელია რომ

  • გქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება საექთნო მიმართულებით (დიპლომირებული მედდა/სპეციალისტი)
  • გქონდეს მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო საქმიანობაში
  • გქონდეს მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საექთნო მიმართულებით
  • შესანიშნავად იცოდე სპეციალური (ფსიქოტროპული/ნარკოტიკული) მედიკამენტების კონტროლის, შენახვისა და აღრიცხვის წესები (კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით)
  • იცოდე საოფისე პროგრამები (MS Office) და სამედიცინო საინფორმაციო სისტემები

განაცხადის გაგზავნა