ᲜᲐᲢᲐ ᲙᲝᲢᲐᲠᲘᲐ
დამფუძნებელი, HR კონსულტანტი
ყველაფერს შენ რომ მიხედო, ბიზნესის ზრდაზე ვინ იფიქრებს?
დამფუძნებელი, HR კონსულტანტი
იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი
15 წუთიან ზარში გავიგებთ, რა გჭირდება და რა პირობებით.
ღირებულება ინდივიდუალურია და შენს საჭიროებებზეა დამოკიდებული.
საშუალოდ 10 დღეში ნახავ პირველ შედეგს.
გჭირდება ძლიერი და სწორად დაკომპლექტებული გუნდი?
თანამშრომლის შერჩევიდან დაწყებული, მათი ადმინისტრირებითა და მოტივაციით დასრულებული გავმართავთ ყველა HR პროცესს.
მიმართულების გვერდი, ადამიანური კაპიტალი / HRრეკრუტინგის დანერგვა და მომსახურება გეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად მოიზიდოთ, შეაფასოთ და დაიქირაოთ თანამშრომელი. შერჩევა ობიექტური და თანმიმდევრულია, რაც არასწორი დაქირავების რისკს ამცირებს. შედეგად უმჯობესდება თანამშრომელთა შენარჩუნება, იზრდება გუნდის პროდუქტიულობა და ძლიერდება დამსაქმებლის ბრენდი.
მოითხოვე კონსულტაციაHR აუდიტი გულისხმობს ადამიანური რესურსების პროცესების შემოწმებას, ეფექტურობის შეფასებას, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას და რეკომენდაციების გაზიარებას. აუდიტი გეხმარებათ გამოავლინოთ სისუსტეები და რისკები და HR სტრატეგია ბიზნესის მიზნებს მოარგოთ.
მოითხოვე კონსულტაციაHR სტრატეგია გრძელვადიანი გეგმაა, რომელიც ადამიანური რესურსების მართვას ბიზნესის მიზნებთან აკავშირებს. ჩვენგან მიიღებთ ზუსტ სამოქმედო გეგმას: როგორ უნდა იმუშაოს კომპანიამ თანამშრომლებთან, რომ ბიზნესის მიზნებს მიაღწიოს.
მოითხოვე კონსულტაციაHR ადმინისტრირების მიზანია, ძირითადი ადმინისტრაციული პროცესები მიმდინარეობდეს ზუსტად, თანმიმდევრულად და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს ამცირებს სამართლებრივ რისკებს, ზოგავს ოპერაციულ დროს და ზრდის თანამშრომელთა კმაყოფილებას.
მოითხოვე კონსულტაციაPayroll-ის დანერგვა და მომსახურება უზრუნველყოფს ხელფასების, გადასახადებისა და შენატანების ზუსტ და დროულ დარიცხვას კანონმდებლობის სრული დაცვით.
მოითხოვე კონსულტაციამინიმალური ბიუჯეტითა და რესურსით დაგეხმარებით, დანერგოთ სრულად გამართული HR სისტემები რეკრუტინგის, ადმინისტრირებისა და Payroll-ის მიმართულებით. ტრენინგებით ცოდნა სრულად გადაეცემა თქვენსავე თანამშრომელს, რომელიც ამ ფუნქციას თავად აიღებს. სამუშაო გარემო ხდება ნაკლებად ქაოსური და მეტად ეფექტური.
მოითხოვე კონსულტაციაშეფასებები და კვლევები ორგანიზაციას აძლევს ობიექტურ მონაცემებს შიდა მდგომარეობის, კულტურისა და თანამშრომელთა ჩართულობის შესახებ. ეს მონაცემები გადამწყვეტია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და შიდა პროცესების გასაუმჯობესებლად.
მოითხოვე კონსულტაციაHR-ის წარმომადგენლის ადგილზე მომსახურება
მოითხოვე კონსულტაციატრენინგები
მოითხოვე კონსულტაციაHR კონსულტაცია გულისხმობს ერთჯერად შეხვედრას HR კონსულტანტთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ადამიანურ კაპიტალს პირდაპირ თუ ირიბად ეხება. მიიღებთ რჩევებს და დეტალურ რეკომენდაციებს, როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე წერილობითი სახით.
მოითხოვე კონსულტაციაგინდა, ბიზნესი სამართლებრივად დაცული იყოს?
ხელშეკრულებები, შრომითი საკითხები, რისკების პრევენცია და წარმომადგენლობა, თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მომსახურებები.
მიმართულების გვერდი, სამართლებრივი მხარდაჭერამუდმივი, სისტემური სამართლებრივი მხარდაჭერა, დისტანციურად ან ჰიბრიდულად. დროულად მიიღებთ რჩევას მიმდინარე საკითხებზე და მოამზადებთ საჭირო დოკუმენტაციას. ხელშეკრულებების, განცხადებებისა და შიდა წესების შედგენა და ანალიზი ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების კონსულტირება წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაცია და მართვა კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი
მოითხოვე კონსულტაციაკარგად მომზადებული ხელშეკრულება მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს მკაფიოდ განსაზღვრავს, კონფლიქტებს თავიდან გაცილებთ და დავის შემთხვევაში დაცვის გარანტიას იძლევა.
მოითხოვე კონსულტაციასამართლებრივი აუდიტი არის კომპანიის საქმიანობის, დოკუმენტაციისა და პროცესების სრული შემოწმება: ხელშეკრულებები, შიდა აქტები, კორპორაციული სტრუქტურა, შრომითი ურთიერთობები, ნებართვები და რეგულაციებთან შესაბამისობა. შედეგად მიიღებთ დეტალურ დასკვნას და რეკომენდაციებს.
მოითხოვე კონსულტაციათქვენს ინტერესებს დავიცავთ სასამართლო პროცესში, სხვადასხვა ორგანოსთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში, პროცესის ყველა ეტაპზე.
მოითხოვე კონსულტაციამონაცემთა დამუშავების კანონიერების მუდმივი ზედამხედველობა: რეგულარული მონიტორინგი, კონსულტაციები, დოკუმენტაციის მართვა და რისკების პრევენცია.
მოითხოვე კონსულტაციათანამშრომელთა სამუშაო ნებართვის მოპოვება. თანამშრომელთა ბინადრობის ნებართვის მოპოვება.
მოითხოვე კონსულტაციაზოგადი სამართლებრივი კონსულტაცია უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების სწრაფ და ეფექტურ შეფასებას: რჩევებს გადაწყვეტილებების მიღების, რისკების თავიდან აცილებისა და სამართლებრივი მოთხოვნების შესრულების შესახებ.
მოითხოვე კონსულტაციაკომპანიაში ადგილზე მუშაობს Match UP-ის იურისტი, რომელიც მთავარ იურისტს ექვემდებარება. ფაქტობრივად, ორი იურისტი გყავთ: ერთი კომპანიაში, მთავარი იურისტი კი დისტანციურად.
მოითხოვე კონსულტაციაპრაქტიკულ ქეისებზე დაფუძნებული ტრენინგები შრომით საკითხებზე, შრომის უსაფრთხოებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. თანამშრომლები უკეთ იაზრებენ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც შეცდომებისა და კონფლიქტების რისკს ამცირებს.
მოითხოვე კონსულტაცია„აუთსორს კომპანიამ არ იცის, რა მჭირდება“
15 წუთში გავიგებთ
ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ზედმეტი სტრესის გარეშე, სწრაფად და მარტივად გავერკვევით შენს მოთხოვნებში. შედეგს საშუალოდ 10 დღეში ნახავ.
„აუთსორსი უფრო ძვირია“
გამოცდილი გუნდი დამწყები თანამშრომლის ფასად
ოფისი, სამუშაო ადგილი, საშემოსავლო და საპენსიო გადასახადები, ბენეფიტები, შვებულება... კიდევ გავაგრძელოთ? ეს იმ დიდი ჩამონათვალის ნაწილია, რომლის საჭიროებაც აუთსორსზე თანამშრომლობისას საერთოდ არ გექნება.
„იურისტი ჩემი თანამშრომელი არ არის“
ამდენი კომპანია გვენდობა
ჩვენი იურისტი ერთდროულად რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობს და მათი ნდობით სარგებლობს. ის ჩვენი თანამშრომელია, ამიტომ შენს გუნდთან, თუნდაც არაფორმალურ გარემოში, შემთხვევითაც არაფერი წამოსცდება. რადგან ამდენი კომპანია გვენდობა, იქნებ სცადო შენც?
მშვიდად ველოდებით გუნდის ახალ წევრებთან შეხვედრას
გვეგონა, აუთსორს რეკრუტერი ჩვენს საჭიროებებს სწორად ვერ გაიგებდა, თუმცა Match UP-ის HR-ებმა დეტალურად შეისწავლეს ჩვენი საჭიროებები, კორპორატიული კულტურა და კომპანიის მიზნები, რის შემდგომაც კომპანიის ნახევარი გუნდი დაგვიკომპლექტეს და უკვე 1 წელია რაც ვთანამშრომლობთ ყველა აქტიურ პოზიციაზე. ვეუბნებით, ვის ვეძებთ, და მშვიდად ველოდებით გუნდის ახალ წევრებთან შეხვედრას.
ხარისხი და დროის ეკონომია
Match UP მართავს კომპანიის HR მიმართულებას. მთავარი ღირებულება, რაც ამ თანამშრომლობამ მოგვიტანა, არის ხარისხი და დროის ეკონომია. ჩვენ მივიღეთ ტალანტები, რომლებიც დღეს მედ 11 წარმატების ისტორიას ქმნიან და მომხმარებელს ხარისხიან მომსახურებას უწევენ, ხოლო ამ თანამშრომლებთან დაკავშირებულ დოკუმენტბრუნვას Match UP მარტივად და დისტანციურად მართავს.
იურისტის დახმარებით ზუსტად გავიგეთ ყველა სამართლებრივი რისკი
Match UP-ის იურიდიულ გუნდთან მუშაობა ჩვენთვის საინტერესო გამოცდილება იყო. იურისტის დახმარებით ზუსტად გავიგეთ ყველა სამართლებრივი რისკი და ერთად მოვახდინეთ მათი პრევენცია. როცა ზურგს ასეთი გუნდი გვიმაგრებს, ექიმებს გვაქვს საშუალება ვკონცენტრირდეთ მთავარზე, პაციენტებზე.
ვერ იპოვე პასუხი? დაგვიკავშირდი და 15 წუთში გავიგებთ, რა გჭირდება.
მოითხოვე კონსულტაციაHR აუთსორსინგი გულისხმობს ადამიანური რესურსების ყველა ან ზოგიერთ პროცესზე თანამშრომლობას პარტნიორ კომპანიასთან.
დამწყები თანამშრომლის ფასად იღებ კვალიფიციური პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის HR მომსახურებას. ზოგავ დროს და ხარჯებს და იღებ სწრაფ, ეფექტიან და გაზომვად შედეგებს.
უფასო კონსულტაციისას ჩვენი წარმომადგენელი შენს კითხვებს უპასუხებს და ერთად იმსჯელებთ პრობლემის გადაჭრის გზასა თუ პრევენციაზე.
შეავსე ფორმა ან დაგვიკავშირდი ტელეფონით. 15 წუთში გავიგებთ, რა გჭირდება.
რა გარანტია მაქვს, რომ შერჩეულ თანამშრომელთან შევთანხმდები?
ვარჩევთ შენი მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებს და საუკეთესოებს წარმოგიდგენთ. მათთვის ცნობილია კომპანიის პირობები და თანახმა არიან თანამშრომლობის დაწყებაზე. თუ ერთი თვის განმავლობაში თანამშრომლობას შეწყვეტთ, ახალ კანდიდატს დამატებითი ანაზღაურების გარეშე წარმოგიდგენთ.
ღირებულება ინდივიდუალურია და შენს საჭიროებებზეა დამოკიდებული. დაგვიკავშირდი, მოგვიყევი, რა გჭირდება, და შევთანხმდებით.
ვაკანსიების გვერდზე აირჩიე საინტერესო პოზიცია, გაეცანი პირობებს და შეავსე ამ ვაკანსიის განაცხადის ფორმა.