ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲣᲠᲘ ᲙᲐᲞᲘᲢᲐᲚᲘ / HR

თანამშრომლის შერჩევიდან დაწყებული, მათი ადმინისტრირებითა და მოტივაციით დასრულებული გავმართავთ ყველა HR პროცესს.

ᲕᲠᲪᲚᲐᲓ

გთავაზობთ მომსახურებას HR მიმართულებით, რეკრუტინგიდან და თანამშრომლების მართვიდან HR პროცესების გამართვამდე. ვთანამშრომლობთ მცირე და საშუალო ბიზნესებთან, რომ ადამიანური რესურსის მართვა უფრო მარტივი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ვაკანსიის შევსება არ არის. მნიშვნელოვანია, კომპანიამ იპოვოს ადამიანები, რომლებიც რეალურ ღირებულებას შექმნიან.

ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ

გამორჩეულ ბიზნესს გამორჩეული ადამიანები ქმნიან.

ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ

HR კონსულტაცია გულისხმობს ერთჯერად შეხვედრას HR კონსულტანტთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ადამიანურ კაპიტალს პირდაპირ თუ ირიბად ეხება. მიიღებთ რჩევებს და დეტალურ რეკომენდაციებს, როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე წერილობითი სახით.

ᲐᲣᲓᲘᲢᲘ

HR აუდიტი გულისხმობს ადამიანური რესურსების პროცესების შემოწმებას, ეფექტურობის შეფასებას, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას და რეკომენდაციების გაზიარებას. აუდიტი გეხმარებათ გამოავლინოთ სისუსტეები და რისკები და HR სტრატეგია ბიზნესის მიზნებს მოარგოთ.

ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲐ

HR სტრატეგია გრძელვადიანი გეგმაა, რომელიც ადამიანური რესურსების მართვას ბიზნესის მიზნებთან აკავშირებს. ჩვენგან მიიღებთ ზუსტ სამოქმედო გეგმას: როგორ უნდა იმუშაოს კომპანიამ თანამშრომლებთან, რომ ბიზნესის მიზნებს მიაღწიოს.

ᲠᲔᲙᲠᲣᲢᲘᲜᲒᲘ

რეკრუტინგის დანერგვა და მომსახურება გეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად მოიზიდოთ, შეაფასოთ და დაიქირაოთ თანამშრომელი. შერჩევა ობიექტური და თანმიმდევრულია, რაც არასწორი დაქირავების რისკს ამცირებს. შედეგად უმჯობესდება თანამშრომელთა შენარჩუნება, იზრდება გუნდის პროდუქტიულობა და ძლიერდება დამსაქმებლის ბრენდი.

ᲐᲓᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘᲠᲔᲑᲐ

HR ადმინისტრირების მიზანია, ძირითადი ადმინისტრაციული პროცესები მიმდინარეობდეს ზუსტად, თანმიმდევრულად და კანონმდებლობის სრული დაცვით. ეს ამცირებს სამართლებრივ რისკებს, ზოგავს ოპერაციულ დროს და ზრდის თანამშრომელთა კმაყოფილებას.

Payroll

Payroll-ის დანერგვა და მომსახურება უზრუნველყოფს ხელფასების, გადასახადებისა და შენატანების ზუსტ და დროულ დარიცხვას კანონმდებლობის სრული დაცვით.

HR ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲜᲔᲠᲒᲕᲐ

მინიმალური ბიუჯეტითა და რესურსით დაგეხმარებით, დანერგოთ სრულად გამართული HR სისტემები რეკრუტინგის, ადმინისტრირებისა და Payroll-ის მიმართულებით. ტრენინგებით ცოდნა სრულად გადაეცემა თქვენსავე თანამშრომელს, რომელიც ამ ფუნქციას თავად აიღებს. სამუშაო გარემო ხდება ნაკლებად ქაოსური და მეტად ეფექტური.

ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ, ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲙᲕᲚᲔᲕᲔᲑᲘ

შეფასებები და კვლევები ორგანიზაციას აძლევს ობიექტურ მონაცემებს შიდა მდგომარეობის, კულტურისა და თანამშრომელთა ჩართულობის შესახებ. ეს მონაცემები გადამწყვეტია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და შიდა პროცესების გასაუმჯობესებლად.

ᲐᲡᲔᲕᲔ
  • HR-ის წარმომადგენლის ადგილზე მომსახურება
  • ტრენინგები
  • HRIS სისტემების დანერგვა

ᲐᲦᲐᲠ ᲒᲐᲓᲐᲓᲝ

ᲛᲝᲘᲗᲮᲝᲕᲔ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ

შეავსე ფორმა და დაგიკავშირდებით. სავალდებულო ველი