ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ

ხელშეკრულებები, შრომითი საკითხები, რისკების პრევენცია და წარმომადგენლობა, თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მომსახურებები.

ᲕᲠᲪᲚᲐᲓ

გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას კორპორაციული და ბიზნეს სამართლის მიმართულებით, ყოველდღიური სამართლებრივი მხარდაჭერიდან, ხელშეკრულებებისა და რისკების მართვიდან სასამართლო დავების წარმართვამდე.

მიმართულებას საბა მუჯირი ხელმძღვანელობს, რომელსაც კორპორაციულ სამართალში 10 წელზე მეტი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება აქვს. მთავარი მხოლოდ არსებული პრობლემის მოგვარება არ არის: მნიშვნელოვანია სამართლებრივი რისკების წინასწარ დანახვა.

ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ

სწორი იურიდიული მხარდაჭერა ამცირებს რისკებს და ზრდის შესაძლებლობებს.

ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ

ზოგადი სამართლებრივი კონსულტაცია უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების სწრაფ და ეფექტურ შეფასებას: რჩევებს გადაწყვეტილებების მიღების, რისკების თავიდან აცილებისა და სამართლებრივი მოთხოვნების შესრულების შესახებ.

ᲐᲣᲓᲘᲢᲘ

სამართლებრივი აუდიტი არის კომპანიის საქმიანობის, დოკუმენტაციისა და პროცესების სრული შემოწმება: ხელშეკრულებები, შიდა აქტები, კორპორაციული სტრუქტურა, შრომითი ურთიერთობები, ნებართვები და რეგულაციებთან შესაბამისობა. შედეგად მიიღებთ დეტალურ დასკვნას და რეკომენდაციებს.

ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲣᲠᲘ ᲘᲣᲠᲘᲓᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

მუდმივი, სისტემური სამართლებრივი მხარდაჭერა, დისტანციურად ან ჰიბრიდულად. დროულად მიიღებთ რჩევას მიმდინარე საკითხებზე და მოამზადებთ საჭირო დოკუმენტაციას.

  • ხელშეკრულებების, განცხადებებისა და შიდა წესების შედგენა და ანალიზი
  • ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების კონსულტირება
  • წარმომადგენლობა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში
  • სამართლებრივი რისკების იდენტიფიკაცია და მართვა
  • კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი
ᲘᲣᲠᲘᲡᲢᲘ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔ

კომპანიაში ადგილზე მუშაობს Match UP-ის იურისტი, რომელიც მთავარ იურისტს ექვემდებარება. ფაქტობრივად, ორი იურისტი გყავთ: ერთი კომპანიაში, მთავარი იურისტი კი დისტანციურად.

ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲐ

კარგად მომზადებული ხელშეკრულება მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს მკაფიოდ განსაზღვრავს, კონფლიქტებს თავიდან გაცილებთ და დავის შემთხვევაში დაცვის გარანტიას იძლევა.

ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲨᲘ ᲓᲐ ᲖᲝᲒᲐᲓᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ

თქვენს ინტერესებს დავიცავთ სასამართლო პროცესში, სხვადასხვა ორგანოსთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში, პროცესის ყველა ეტაპზე.

ᲢᲠᲔᲜᲘᲜᲒᲘ

პრაქტიკულ ქეისებზე დაფუძნებული ტრენინგები შრომით საკითხებზე, შრომის უსაფრთხოებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. თანამშრომლები უკეთ იაზრებენ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც შეცდომებისა და კონფლიქტების რისკს ამცირებს.

ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲝᲤᲘᲪᲔᲠᲘ

მონაცემთა დამუშავების კანონიერების მუდმივი ზედამხედველობა: რეგულარული მონიტორინგი, კონსულტაციები, დოკუმენტაციის მართვა და რისკების პრევენცია.

ᲐᲡᲔᲕᲔ
  • თანამშრომელთა სამუშაო ნებართვის მოპოვება
  • თანამშრომელთა ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ᲐᲦᲐᲠ ᲒᲐᲓᲐᲓᲝ

ᲛᲝᲘᲗᲮᲝᲕᲔ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ

შეავსე ფორმა და დაგიკავშირდებით. სავალდებულო ველი