ᲡᲐᲑᲐ ᲛᲣᲯᲘᲠᲘ
საბა მუჯირი Match UP Consulting-ის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელია. კორპორაციულ სამართალში 10 წელზე მეტი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება აქვს.
საბა მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებთან თანამშრომლობს: ყოველდღიური სამართლებრივი მხარდაჭერიდან, ხელშეკრულებებისა და რისკების მართვიდან სასამართლო დავებისა და კომპლექსური საქმეების წარმართვამდე.
მისთვის მთავარი მხოლოდ არსებული პრობლემის მოგვარება არ არის. მნიშვნელოვანია სამართლებრივი რისკების წინასწარ იდენტიფიცირება და ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კომპანიას გრძელვადიან სტაბილურობას მოუტანს.