უფროსი ექთანი
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები
- აანაზღაურება: 1000 ლარი
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00, 18:00 (1 სთ შესვენება)
- ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი,(საქალაქო სასამართლოსთან)
შენი ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება
- საექთნო პერსონალის ბრიგადის ექთნების მუშაობის კოორდინაცია, განრიგის შედგენა და მათი საქმიანობის მონიტორინგი
- პაციენტებისთვის გაწეული გადაუდებელი საექთნო მომსახურების ხარისხის, პროტოკოლებისა და სტანდარტების კონტროლი
- დაქვემდებერებული ექთნების ადაპტაციის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის ორგანიზება
- სპეციალური (ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მკაცრი აღრიცხვის სხვა) მედიკამენტების მიღების, შენახვის, გაცემისა და განადგურების მკაცრი კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად
- სპეციალური მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიური ჟურნალების, ელექტრონული ბაზებისა და ნაშთების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის წარმოება
- მედიკამენტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი
- საექთნო დოკუმენტაციის, ჟურნალებისა და პაციენტის ბარათების წარმოების სისწორის კონტროლი
- ინფექციური კონტროლისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა როგორც ბაზაზე, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებში
აუცილებელია რომ
- გქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება საექთნო მიმართულებით (დიპლომირებული მედდა/სპეციალისტი)
- გქონდეს მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო საქმიანობაში
- გქონდეს მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საექთნო მიმართულებით
- შესანიშნავად იცოდე სპეციალური (ფსიქოტროპული/ნარკოტიკული) მედიკამენტების კონტროლის, შენახვისა და აღრიცხვის წესები (კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით)
- იცოდე საოფისე პროგრამები (MS Office) და სამედიცინო საინფორმაციო სისტემები