ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
პროცესების გამარტივებით, ვეხმარებით ბიზნესებს ზრდაში
ადამიანური კაპიტალი და სამართლებრივი მხარდაჭერა ბიზნესის სტაბილურობის საფუძველია.
მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ხშირად არ აქვთ რესურსი პროფესიონალების დასაქირავებლად, რის გამოც მენეჯმენტი იძულებულია თავად შეითავსოს ფუნქციები. ეს კი ნიშნავს დროის დაკარგვას და ბიზნესის ზრდის შენელებას, პრობლემას, რომელსაც ექსპერტული მხარდაჭერა მარტივად აგვარებს.
Match UP Consulting შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი რესურსები სწორად წარმართოთ. გთავაზობთ სრულ HR და იურიდიულ მხარდაჭერას, დამწყები სპეციალისტის შესაბამისი, ანუ ხელმისაწვდომი ბიუჯეტით, თუმცა მრავალწლიანი გამოცდილებით.
ᲠᲘᲡᲘ ᲒᲕᲯᲔᲠᲐ
გვჯერა, რომ ნებისმიერ კომპანიაში მთავარი ადამიანური კაპიტალია და თუ ეს კაპიტალი სწორად არის მიმართული, კომპანიის წარმატება გარდაუვალია.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ჩვენი მიზანია, თქვენს კომპანიას დავეხმაროთ მზად იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის, იქნება ეს ადამიანური კაპიტალის თუ სამართლებრივი მიმართულებით.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲘᲡᲘᲐ
ჩვენ მხოლოდ იმ ადამიანებს ვეძებთ, რომლებიც საკუთარ საქმეზე შეყვარებულები არიან და მზად არიან მთელი სულითა და გულით აკეთონ ის, რაც აირჩიეს.
ᲮᲔᲓᲕᲐ
გვსურს მომავალი, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი პროფესიონალური მხარდაჭერა ნაკლები რესურსით, ოპტიმალური დანახარჯითა და მაქსიმალური სარგებელით.
ᲤᲐᲡᲔᲣᲚᲝᲑᲔᲑᲘ
-
ᲙᲔᲗᲘᲚᲡᲘᲜᲓᲘᲡᲘᲔᲠᲔᲑᲐ
ვმუშაობთ გამჭვირვალედ, ვასრულებთ აღებულ ვალდებულებებს და ვქმნით ნდობაზე დაფუძნებულ გრძელვადიან ურთიერთობებს.
-
ᲡᲘᲛᲐᲠᲢᲘᲕᲔ
ვამარტივებთ პროცესებს, რათა კომპანიამ შეძლოს ფოკუსირება მთავარზე, განვითარებასა და სტაბილურ ზრდაზე.
-
ᲮᲔᲚᲛᲘᲡᲐᲬᲕᲓᲝᲛᲝᲑᲐ
უზრუნველვყოფთ სანდო ექსპერტიზასა და პროფესიონალურ დახმარებას ოპტიმალური დანახარჯით, რათა ხარისხიანი მხარდაჭერა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
ᲒᲐᲘᲪᲐᲜᲘᲗ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ
ᲜᲐᲢᲐ ᲙᲝᲢᲐᲠᲘᲐ
დამფუძნებელი, HR კონსულტანტი
ᲡᲐᲑᲐ ᲛᲣᲯᲘᲠᲘ
იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი